დღეს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თბილისში, ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, რომ პარტიას მთაწმინდის პირველ ოლქში საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება და ის მხარს დაუჭერს დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს:

"ჩვენ ვთვლით, რომ ქალბატონი სალომეს ყოფნა ქართულ პოლიტიკაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლის, ქართული ემიგრაციის, არის უაღრესად მნიშვნელოვანი ქართული პოლიტიკისთვის და მივიღეთ გადაწყვეტილება არ დავაყენოთ კონკურენტი ამ ოლქში. მინდა წარმატება ვუსურვო ქალბატონ სალომეს".

პარტიის თავჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს იქნება ერთადერთი "ასეთი პრეცედენტი".