თორნიკე რიჟვაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმდჯომარის პოსტს თითქმის სამი თვეა იკავებს. თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია მან რამდენიმე კვირის წინ შეავსო. ამ დეკლარაციის მიხედვით, მას ჰყავს ცოლი და ორი შვილი, ასევე სხვადასხვა სახის კერძო საკუთრება და შემოსავალი.

თანამდებობები და ანაზღაურება

2017 წლიდან დეკლარაციის შევსების მომენტამდე თორნიკე რიჯვაძე 4 სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა და ჯამში 147 657 ლარი გამოიმუშავა.

  • 01.01.2017 — 18.07.2017 კავებდა შპს აჭარისწყალი ჯორჯიას იურიდიული დირექტორის პოსტს, სადაც დეკლარაციის მიხედვით 6 თვეში 106 764 გამოიმუშავა;
  • 24.07.2017 — 15.12.2017 მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილედ, სადაც 5 თვეში 34 967 გამოიმუშავა;
  • 25.12.2017 — 31.12.2017 რიჟვაძე სს-საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი დირექტორი იყო. ამ პოზიციაზე მან 6 დღეში 2 012 ლარი გამოიმუშავა;
  • 01.12.2017 — 15.12.2017 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
    განვითარების სამინისტროში მუშაობით 14 დღეში 3 914 ლარის ანაზღაურება მიიღო.

ხელფასის ოდენობიდან გამომდინარე On.ge-ს გაუჩნდა კითხვა მართლა გამოიმუშავა თუ არა რიჟვაძემ საჯარო უწყებებში მუშაობისას 6 დღეში 2 012 ლარი და 14 დღეში 3 914 ლარი. რიჟვაძემ On.ge-ს დაუდასტურა, რომ 2 012 ლარი ერთი კვირის ანაზღაურებად აიღო, პრემია-დანამატის გარეშე.

"ენერგეტიკის განვითარების ფონდი მაღალანაზრაურებადი სამსახურია და შესაბამისად ის 6 დღე, რაც ვიმუშავე იმის პროპორციული იყო", — განაცხადა აჭარის ა.რ თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, დეკლარაციაში მითითებული ანაზღაურება 3 914 ლარი, რომელიც მან ეკონომიკის სამინისტროში მუშაობისას 14 დღეში აიღო, შეიცავს ენერგეტიკის სამინისტროში მინისტრის მოადგილის პოზიციაზე მიღებულ ანაზღაურებასაც, რადგან სამინისტროები გაერთიანდა.

"ისიც დაწერეთ, რომ პრემია-დანამატი არ ამიღია, ოღონდ მართლა. შეგიძლიათ ესეც აღნიშნოთ", — განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ საუბრის დასასრულს.

წილები კომპანიაში

თორნიკე რიჟვაძე არის შპს ბისიჯი ჯორჯია საქართველო ბათუმის 100%-იანი წილის მფლობელი 2013 წლიდან. ამავე კომპანიის დირექტორის პოსტს 4 წლის განმავლობაში იკავებდა მისი ცოლი. მაგდა მუმლაძე დირექტორი იყო კომპანიაში შპს ბათუმი ქრიუნგ ქო. საქართველო.

რიჟვაძე ასევე ფლობს 25%-იანი წილს კომპანიაში შპს აჭარა ბერრის ლიმითედ საქართველო ბათუმი. აღნიშნული საწარმოს კაპიტალის ოდენობად მას 200 ლარი აქვს მითითებული.

კერძო საკუთრება

რიჯვაძეს ფლობს 68,76 მ2 ბინას თბილისში, ქუთათელაძის ქუჩაზე და 50 მ2 კომერციული ფართს ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე. მისი ცოლს, მაგდა მამულაძეს კი ეკუთვნის 340,7 მ2 საცხოვრებელ სახლი და 13 400 მ2 მიწის ნაკვეთი ხულოში, ასევე 59,6 მ2 ბინა ბათუმში და Toyota Camry-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი.

საბანკო ანგარიშები და დანაზოგი

30 სექტემბრის მონაცემებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს საქართველოში მოქმედ ბანკებში ანგარიშებზე ჰქონდა 2 019 ლარი და 12 100 დოლარი. საკრედიტო ანგარიშზე კი 486 ლარი. ნაღდი ფულადი სახით ის ფლობდა 5 000 ლარსა და 7 000 დოლარს.

თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე 21 ივლისს გახდა.