განახლება: ინსტაგრამზე შესვლა უკვე შესაძლებელია, თუმცა სერვისი დაახლოებით 1 საათის განმავლობაში იყო მიუწვდომელი.

ფოტოების გავრცელების მობილურმა აპლიკაციამ ინსტაგრამმა მუშაობა შეწყვიტა. მომხმარებლები ვერ ახერხებენ საკუთარ პროფილზე გადასვლას და სხვა ადამიანების სურათების დათვალიერებას.

აპლიკაციაზე შესვლისას წარწერა "cannot refresh feed" [მთავარი გვერდი ვერ განახლდება] ჩნდება, ხოლო შეტყობინებების ველში წარწერა "couldn't load activity" [აქტივობების სია არ ჩაიტვირთა] გამოდის.

ინსტაგრამის დესკტოპის ვერსიაზე კი თეთრ ფონზე შავი წარწერა "5xx Server Error" ჩნდება.

თავად ინსტაგრამს ჯერჯერობით ინფორმაცია არ გაუვრცელებია. უცნობია, უკავშირდება თუ არა პრობლემა ფეისბუქზე 50 მილიონზე მეტი მომხმარებლის ანგარიშების გატეხვას. უამრავ მომხმარებელს ინსტაგრამი და სხვა აპლიკაციები ფეისბუქზე აქვს მიბმული.

გასულ კვირას ინსტაგრამი ორმა აღმასრულებელმა დირექტორმა დატოვა. ორშაბათს, პირვე ოქტომბერს, ინსტაგრამის ახალ ხელმძღვანელად ფეისბუქის ყოფილი თანამშრომელი ადამ მოსერი დასახელდა.