ბითლზის White Album-ის გამოსვლიდან პირველ ოქტომბერს 50 წელი გავიდა. ამ მოვლენასთან დაკავშირებით, პოლ მაკარტნიმ ამერიკულ სატელევიზიო გადაცემა 60 Minutes-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა.

მიუხედავად იმისა, რომ 50-წლიანი კარიერა აქვს, მაკარტნი ამბობს, რომ ჯერ კიდევ არ იცის, როგორ დაწეროს მუსიკა ნოტებით:

"მე არ შემიძლია მუსიკის ნოტებით დაწერა ან ფურცლიდან წაკითხვა. ბითლზის არცერთ წევრს შეეძლო. ბევრ კარგ რამეს ვაკეთებდით, თუმცა არც ერთ ჩვენგანს დაუწერია მუსიკა ნოტების რვეულში. მე ამის გაკეთება არ შემიძლია, მე მუსიკას ფურცელზე წერტილებად არ აღვიქვამ, მუსიკა ისაა, რაც ჩემს გონებაში ტრიალებს".

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვინაა ის, ვისაც უნდა რომ მისი დაწერილი მუსიკა მოეწონოს, პოლმა უპასუხა:

"მგონი, ყველა! მე ვფიქრობ, რომ ადამიანები ბევრ რამეზე წუხან, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად წარმატებული ხარ, შენ მაინც უამრავ რამეზე ნერვიულობ და ფიქრობ".

კითხვაზე, თუ რაზე ფიქრობს ხოლმე ყველაზე ხშირად, პოლმა თქვა:

"ხშირად მსმენია, ადამიანებს ჩემზე უთქვამთ, რომ მინდა მათი მოსაწონი ვიყო. ნუთუ ეს ყველას არ უნდა?"

მაკარტნის სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ უამრავჯერ შეუსრულებია ესა თუ ის სიმღერა, მას საკუთარი სიმღერის სიტყვები და ნოტები ხანდახან ავიწყდება:

"ძალიან ბევრნი არიან, მეტისმეტად ბევრნიც კი!"