ჯეიკ ჯილენჰოლი კომიქსების მიხედვით გადაღებული ფილმების სამყაროს შეუერთდა.

ოსკარის ნომინანტი მსახიობი სულ მალე სონისა და მარველის ერთობლივი პროექტის, Spider-Man: Far from Home, უარყოფითი პერსონაჟის, მისტერიოს როლს მოირგებს და მაიკლ კიტონის პერსონაჟ მტაცებელთან ერთად, ადამიანი ობობას განადგურებას შეეცდება.

პიტერ პარკერის როლს კვლავ ტომ ჰოლანდი მოირგებს.

ფილმი ეკრანზე 2019 წლის 5 ივლისს გამოვა.