On.ge-ს თანამფლობელი ფორმულა კრეატივი გახდება
2018 წლის ოქტომბრიდან მედია-პორტალ On.ge-ს ახალი თანამფლობელი ეყოლება. ომედიასთან ერთად, On.ge-ს თანამფლობელი ახლა უკვე ფორმულა კრეატივი იქნება.
ამ დრომდე On.ge-ს 100-პროცენტიან წილს შპს ომედია ფლობდა, ფორმულა კრეატივი კი 50-პროცენტიანი წილის მფლობელი ხდება. ფორმულა კრეატივის რესურსების გამოყენებით, საიტის მიერ წარმოებული მედიაპროდუქტი უფრო მრავალფეროვანი გახდება.
ომედიას დირექტორი, ნოდარ დავითური ამბობს, რომ ამ პარტნიორობით On.ge განვითარების ახალ ეტაპზე გადადის:
"On.ge-ს დაარსების დღიდან, ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა თანამედროვე, დამოუკიდებელი და კომერციულად მომგებიანი ონლაინ-მედიის პრეცედენტი საქართველოში. დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ახალგაზრდა პროფესიონალების გუნდის წყალობით, ჩვენ ეს შევძელით. ქართული ონლაინ-მედიის ბაზარი და სტანდარტები უკვე ბევრად განვითარებულია, ვიდრე ეს ორი წლის წინ იყო და ვფიქრობთ, რომ ამაში On.ge-ს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის.
2018 წლის დასაწყისიდან ჩვენ ვგეგმავდით პროექტის შემდგომ განვითარებას, რაც On.ge-ს სტარტაპ-ექსპერიმენტიდან — ზრდაზე ორიენტირებულ ორგანიზაციად გარდაქმნას გულისხმობდა. ამიტომ, ძალიან მოხარულები ვართ, რომ On.ge-ს ისტორიის მომდევნო ეტაპზე ჩვენი პარტნიორი ფორმულა კრეატივის გუნდი გახდება. მათი უზარმაზარი გამოცდილება უმაღლესი ხარისხის ვიდეო-კონტენტის შექმნაში, On.ge-ს გუნდის საინფორმაციო და ციფრული საქმიანობის ექსპერტიზასთან ერთად, ნებისმიერი მედიისთვის საოცნებო კომბინაციაა."
ფორმულა კრეატივის დირექტორის, მიშა მშვილდაძის თქმით, On.ge-ს წილის შესყიდვა კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია:
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კინო, სატელევიზიო და სარეკლამო წარმოების პარალელურად, მეტი ყურადღება დავუთმოთ ციფრულ არხებს, რომელიც ჩვენი სფეროს მომავლის განუყოფელი ნაწილი ხდება.
ჩვენ პირველივე დღიდან ვიყავით On.ge-ს გულშემატკივრები, როგორც უნიკალური, თანამედროვე ხმის მქონე მედიისა, რომელიც ძალიან სჭირდებოდა ქართულ ინტერნეტს. ამიტომ, ჩვენი კომპანიის ციფრული მედიის მიმართულებით განვითარების პროცესში, On.ge ყველასთვის ცხადი არჩევანი იყო.
გარდა დამოუკიდებელი, სანდო და საინტერესო მედიის იშვიათი იმიჯისა, რომელიც დღეს On.ge-ს დამსახურებულად გააჩნია, კრეატივისთვის განსაკუთრებით საინტერესო მისი გუნდი და მათი ღირებულებებია, რაშიც სრული თანხვედრა გვაქვს."
განახლებულ კომპანიას ეყოლება მრჩეველთა საბჭო, რომელიც On.ge-ს საინფორმაციო და სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის გარანტი იქნება. საბჭოს შემადგენლობაში შევლენ ნინო დანელია, შოთა დიღმელაშვილი, ნინო ზაუტაშვილი, გიორგი მშვენიერაძე და ნინო ჯანგირაშვილი.
კომპანიის წესდების მიხედვით, საინფორმაციო სამსახურის მთავარი რედაქტორის პოზიციაზე საკადრო ცვლილება ან ახალი რედაქტორის დანიშვნა, მხოლოდ მრჩეველთა საბჭოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით მოხდება.
კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები On.ge-ს არ შეეხება. საინფორმაციო სამსახურის მთავარი რედაქტორი კვლავ ჟურნალისტი გელა ბოჩიკაშვილი იქნება; გასართობ და კომერციულ მიმართულებასაც, ისევ ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი, ანინა ტეფნაძე უხელმძღვანელებს. გუნდს შეემატება ახალი ხელმძღვანელიც — დოდი ხარხელი ვიდეო-კონტენტის გენერალური პროდიუსერი იქნება.
კომპანიების განცხადებით, გაერთიანების პროცესი ოქტომბერში დასრულდება, On.ge-ს მომხმარებლები კი, ახალ პროექტებს, ნოემბრიდან იხილავენ.
ომედია პროგრამული უზრუნველყოფის და ვებსაიტების დეველოპერული სააგენტოა. კომპანია უკვე 11 წელია ემსახურება საშუალო და დიდ ბიზნესებს, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, და მათთვის მაღალხარისხიან ციფრულ პროდუქტებს და ავტომატიზაციის სისტემებს ქმნის.
ფორმულა კრეატივი ცნობილია მისი მთავარი პოპულარული პროდუქტით, ყველაზე წარმატებული ქართული სერიალით "ჩემი ცოლის დაქალები", რომელსაც კომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით იღებს. გარდა ამისა, კრეატივის გუნდს ეკუთვნის ფილმები "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს", "ტაქსი", "ჭამა და სექსი", ასევე, მრავალი კომპანიის სარეკლამო რგოლი და ხმაურიანი კამპანია.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები