ქართული ოცნების თავმჯდომარემ და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალურ მოძრაობას სურს, "ბავშვების ჩხუბი" დღევანდელ ხელისუფლებას დააბრალოს და სანდრო გირგვლიანის მკვლელობას დაამსგავსოს.

"გახსოვთ გირგვლიანის და სხვა უდანაშაულო ახალგაზრდების მკვლელობები, ამასთან უნდათ, იდენტური გახადონ ის დრამატული უბედურება, რაც სკოლაში განვითარდა", — განაცხადა ივანიშვილმა ხორავას ქუჩის საქმეზე.

პირველ ოქტომბერს ქართული ოცნების ოფისში გამარჯვებიდან ექვსი წლის თავთან დაკავშირებით მმართველმა გუნდმა შეხვედრა გამართა, რომელსაც პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდნენ.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს მმართველი გუნდის შეხვედრაზე სურდა შესვლა. სარალიძის თქმით, მას უნდოდა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატისთვის, სალომე ზურაბიშვილისთვის და გუნდის სხვა წევრებისთვის დახმარება ეთხოვა.

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი 10 სექტემბრის შემდეგ ქუჩაში საპროტესტო აქციებს მართავენ. სარალიძე და მაჩალიკაშვილი გაერთიანებული ოპოზიციის ძალა ერთობაშიას შეხვედრაზეც მივიდნენ.

ამავე თემაზე: