Reuters-ის ცნობით, საუდის არაბეთის მეფე, სალმან ბინ აბდულაზიზი, იემენში საბრძოლველად სამხედროებს დამატებით ანაზღაურებას დაჰპირდა.

იგი ერთი თვით მაროკოში იმყოფებოდა და ქვეყანას მისი შვილი, პრინცი მოჰამედ ბინ ნაიეფი ხელმძღვანელობდა. აბდულაზიზი არაბეთში კვირას დაბრუნდა.

საუდის არაბეთი იემენიდან ირანული ძალების განდევნაში მონაწილე კოალიციის ყველაზე მნიშვნელოვანი ძალაა.

ქვეყნის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო აცხადებს, რომ იემენში 2015 წელს დაწყებული ოპერაციის დასასრულებლად, მეფე სალმანმა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს უბრძანა ფრონტის ხაზზე წარმატების მიღწევის იმედით, სამხედროებს ანაზღაურება გაუზარდონ.