ფეისბუქზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცნობილი ბრიტანელი წამყვანი ჯერემი კლარკსონი, რომელსაც ავტომოყვარულები გადაცემა Top Gear-ით იცნობენ, ბათუმშია. სავარაუდოდ, მასთან ერთად იმყოფება მისი კოლეგა რიჩარდ ჰემონდიც. ბათუმის ქუჩებში ძვირადღირებული მანქანებიც შენიშნეს და Facebook მომხმარებლების აზრით, წამყვანები საქართველოში Grand Tour-ის ერთ-ერთ ეპიზოდის გადასაღებად არიან ჩამოსულები. როგორც ფოტოებიდან ჩანს, მალე ახალი BMW M 850-ის მიმოხილვას უნდა ველოდეთ.

ჯერემი კლარკსონი BBC-ის გადაცემა Top Gear-ს ორ თანაწამყვანთან ერთად 2002 წლიდან 2015 წლამდე უძღვებოდა. მას შემდეგ, რაც კლარკსონი გადაცემიდან სკანდალურად გამოუშვეს, მან Amazon Prime-ისთვის ახალი გადაცემა, Grand Tour შექმნა, რომელშიც ის და მისი თანაწამყვანები მსოფლიოს გარშემო მოგზაურობენ.