კენეტ ბრანას რეჟისორობით გადაღებულმა აგათა კრისტის დეტექტივის, მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში, ეკრანიზაციამ საერთაშორისო გაქირავებაში $351 მილიონზე მეტი დააგროვა. სწორედ ამიტომ, 20th Century Fox-მა გადაწყვიტა, რომ კენეტ ბრანა კიდევ ერთხელ დააბრუნოს აგათა კრისტის სამყაროში და ამჯერად ერკიულ პუაროს როლი კიდევ ერთ ეკრანიზაციაში შეასრულებონოს.

სიკვდილი ნილოსზე აგათა კრისტმა 1937 წელს დაწერა. სახელგანთქმული დეტექტივი პუარო ერთ დღეს კაიუტაში გვამს იპოვის. ხანგრძლივი ძიების შემდეგ კი მიაგნებს დანაშაულის იარაღს და მიზეზსაც, მაგრამ ერთმანეთს ახალ-ახალი მკვლელობები მოჰყვება.

კენეტ ბრანასთან ერთად ფილმში ვიხილავთ ვანდერ ვუმენის ვარსკვლავ გალ გადოტსაც.

აღსანიშნავია, ისევე როგორც მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში, სიკვდილი ნილოსზეც აქამდე უკვე იყო გადაღებული 1978 წელს, სადაც მთავარ როლებს ბეტ დევისი, მეგი სმიტი, მია ფეროუ, ანჯელა ლენსბერი და სხვა ვარსკვლავები ასრულებდნენ. მოგვიანებით, 2004 წელს კი დეტექტივის სატელევიზიო ვერსიაც გადაიღეს, სადაც ემილი ბლანტი მონაწილეობდა.