პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცენტრისტების წინასაარჩევნო კამპანიას საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აფასებს.

საქარველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებსა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის და მოქალაქეების აზრი აღნიშნულ საკითხზე საერთოა.

"როდესაც პოლიტიკური პარტია თავის საარჩევნო პროპაგანდას აგებს იმაზე, რომ დააკანონებს რუსულ ჯარს, რა თქმა უნდა ეს არის ანტისახელმწიფოებრივი და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება. შესაბამისად, ამ ერთიან მიუღებლობაში საქართველოს პრეზიდენტი და მოქალაქეები რა თქმა უნდა იქნებიან ერთიანი"

ცენტრისტების წინასაარჩევნო რგოლთან დაკავშირებით, განცხადებები გააკეთეს მთავრობის და ოპოზიციის წარმომადგენლებმაც და პარტიის გაუქმების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.