მთავრობა, ოპოზიცია და არასამთავრობოები ცენტრისტების წინააღმდეგ სარჩელს ამზადებენ
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასულ, პოლიტიკური მოძრაობა ცენტრისტების წინასაარჩევნო რგოლს გამოხმაურება მთავრობაში, ოპოზიციაში და არასამთავრობო ორგანიზაციებში მოყვა.
ქართული ოცნება პოლიტიკური მოძრაობა ცენტრისტების რეგისტრაციიდან მოხსნისთვის საჭირო საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს. პარტიამ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, სარჩელის წარსადგენად მმართველმა გუნდმა დეპუტატთა 1/5 -ის თანხმობა უნდა მოიპოვოს.
ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის საბჭოს წევრის, სოფო კილაძის შეფასებით, ცენტრისტების კლიპი პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართულ სახელმწიფოებრიობას და არის ანტიკონსტიტუციური:
"სწორედ ამიტომ, ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ დაიწყო სარჩელის მომზადება. ეს სარჩელი ეხება იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეუჩერდეს რეგისტრაცია ამ პოლიტიკურ პარტიას, რათა მან ვერ გააგრძელოს ასეთი ანტიკონსტიტუციური ქმედებები.
ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ პირველ რიგში საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს ამ სასარჩელო მოთხოვნას და ამასთანავე სხვა პოლიტიკური ძალებიც შეუერთდებიან ჩვენ ამ ინიციატივას".
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ქართული ოცნება იყენებს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას და შეიტანს სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში, იმ იმედით რომ სასამართლოს ექნება ადეკვატური გადაწყვეტილება.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა პრემიერმინისტრმაც და აღნიშნა, რომ ანტისახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ყველანაირ ბერკეტს გამოიყენებს.
ნაციონალური მოძრაობა ფრაქციის სახელით აპირებს მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. პარტია ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებას ცინიკურს უწოდებს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სწორედ ამ ხელისუფლების დროს შეეწყო ხელი პრორუსული ძალების გააქტიურებას.
აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე სერგი კაპანაძემ ისაუბრა:
„ცენტრისტების რეკლამა, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე გავიდა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უსაფრთხოების წინააღმდეგაა მიმართული, რომელიც საქართველოში რუსეთის პროპაგანდის გავრცელებას ხელს უწყობს და საქართველოს მოსახლეობას სერიოზულად აზიანებს. ჩვენ ვეთანხმებით სამოქალაქო საზოგადოებას, რომ ეს პოლიტიკური გაერთიანება და ის შინაარსი, რომელსაც კლიპი მოიცავდა, ანტიკონსტიტუციურია. ამიტომ, ენმ, უახლოეს მომავალში, საპარლამენტო უმცირესობის ფარგლებში, 30 დეპუტატის მეშვეობით, მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ ეს პოლიტიკური მოძრაობა არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს".
სარჩელს ამზადებს და აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს რესპუბლიკური პარტია.
"პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ დღეს უკვე ის გაცდა კანონით დაწესებულ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და სწორედ ამიტომ, რესპუბლიკელებმა გადავწყვიტეთ, რომ სარჩელი დაგვეწერა და მოგვემზადებინა ასეთი პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობის აკრძალვასთან დაკავშირებით. თქვენ კარგად იცით, რომ გამოხატვის თავისუფლებას აქვს ფარგლები და ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა ეს ფარგლები დაირღვა" - აცხადებს თამარ კორძაია.
აღნიშნულ საკითხს ეხმაურებიან სხვა პოლიტიკური პარტიებიც.
პარტია თავისუფალი დემოკრატების წევრი ვიქტორ დოლიძე მიიჩნევს, რომ სარეკლამო რგოლი არის ანტისახელმწიფოებრივი დანაშაულებრივი ქმედება მას არაფერი არ აქვს საერთო წინასაარჩევნო კამპანიასთან. "ჩემი აზრით და იგი არ არის მხოლოდ ერთგვარი მოსყიდვა ამომრჩევლის, ყველა წინ უნდა აღვუდგეთ იმ თემას , რომელსაც რუსული პოლიტიკის გატარება ჰქვია საქართველოში."
პარლამენტის ფრაქცია ეროვნული ფორუმის წევრი ანი მიროტაძე ფრაქციის სახელით მზადყოფნას გამოთქვამს ცენტრისტების პარტიის გაუქმებისთვის საჭირო პროცედურების მხარდასაჭერად:
"ყველა ასეთი ძალა ჩვენთვის არის მიუღებელი და ყველა იმ ინიციატივას, რომელიც დაკავშირებული იქნება ასეთი ტიპის პროპაგანდის აღკვეთასთან, ჩვენ მხარს დავუჭერთ."
პოლიტიკური პარტიების გარდა ცენტრისტების საარჩევნო რეკლამას აქტიურად განიხილავენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც.
დღესვე, არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და აპირებს მიმართოს სააპელაციო სასამართლოს. ორგანიზაცია აქამდეც მოითხოვდა ბედუკაძის პარტიის მოხსნას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორიო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძემ განაცხადა, რომ სარჩელს სააპელაციო სასამართლოში დღესვე შეიტანენ.
ამავდროულად ცენტრისტების სარეკლამო რგოლზე კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია მსჯელობს.
საქართველო კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საზოგადოებასთან სამსახურის უფროსი ხატია ყურაშვილის თქმით, რომ საზ. მაუწყებლის ეთერში პარტია ცენტრისტების წინა საარჩევნო სარეკლამო რგოლთან დაკავშირებით კომისია იმსჯელებს და დღის განმავლობაში გააკეთებს განცხადებას.
პარალელურად გრძელდება ხელმოწერების შეგროვება პეტიციაზე, რომელიც პარლამენტს და პრეზიდენტს მოუწოდებს ცენტრისტების გაუქმების მოთხოვნით.
ცენტრისტების დამფუძნებელი ბედუკაძე კი აცხადებს, რომ მისთვის არასამთავრობოების აზრი მეათეხარისხოვანია და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისა და პატრიარქის აზრს გაიზიარებს.
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
კომენტარები