დიდი ადრონული კოლაიდერის მეშვეობით მეცნიერებმა ორი ახალი ნაწილაკი აღმოაჩინეს.

სტანდარტული მოდელის მიხედვით ორი ახალი ნაწილაკი ბარიონია. სამყაროს უდიდესი ნაწილი სწორედ ამ ტიპის ნაწილაკებისგან შედგება. ყველაზე ცნობილი ბარიონები კი პროტონები და ნეიტრონები არიან. ესენი ელემენტარული ნაწილაკებია, რომლებიც თავის მხრივ ფუნდამენტური ნაწილაკებისგან, კვარკებისგან შედგებიან.

მეცნიერებმა კვარკები ექვს სხვადასხვა ტიპად დაყვეს: ზედა, ქვედა, მაღალი, დაბალი, მომხიბვლელი და უცნაური. პროტონი ორი ზედა და ორი ქვედა კვარკისგან შედგება, ნეიტრონი კი ერთი ზედა და ორი ქვედა კვარკისგან. ახალ აღმოჩენილ ნაწილაკებს კი განსხვავებული შემადგენლობა აქვთ.

ორი ახალი ნაწილაკიდან ერთ-ერთი ორი ზედა და ერთი დაბალი კვარკისგან შედგება, მეორე კი ორი ქვედა და ერთი მაღალი კვარკისგან. ასეთი ნაწილაკები დაბალ ბარიონებად არის ცნობილი.

მათთან მიმსგავსებული ნაწილაკები მეცნიერებს აქამდეც უნახავთ, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მეცნიერებმა დიდი მასის მქონე ქვედა ბარიონები დააფიქსირეს. პროტონთან შედარებით ახალ აღმოჩენილი ნაწილაკები რამდენჯერმე უფრო მასიურები არიან.