უახლესი კვლევის მიხედვით, რომელიც ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა, ირკვევა, რომ ყველაზე დიდი ძუძუმწოვრებისთვის აპოკალიფსი უკვე დაწყებულია.

ქიმიური მინარევები, რომლებიც ოკეანეში ეშვება, ამ დროისთვის არსებული მკვლელი ვეშაპების მინიმუმ ნახევარს შეიწირავს. მომწამვლელი ნივთიერებების ზღვებსა და ოკეანეში გაშვება რამდენიმე ათწლეულის წინ აკრძალეს, თუმცა გარემოს დაბინძურების პროცესი არ შეწყვეტილა.

როგორც აღმოჩნდა, ამით ყველაზე მეტად ვეშაპები ზარალდებიან. მათ ორგანიზმში ტოქსიკური პოლიქლორირებულ ბიფენილის (PCB) კონცენტრაციები აღმოაჩინეს. უარესი კი ისაა, რომ ისინი შვილებზე რძის გადაცემის დროს, მათაც საფრთხის ქვეშ აყენებენ.

PCB ვეშაპის ორგანიზმში სიმსივნეს იწვევს, ასევე აზიანებს იმუნურ სისტემასა და რეპროდუქტიულ ორგანოებს. როგორც აღმოჩნდა, მკვლელი ვეშაპები ინდუსტრიული ქვეყნების სანაპიროებიდან 30-50 წლებში გაქრებიან.

ჩრდილოეთ ნორვეგიის სანაპიროსთან სელაპებზე სანადიროდ გამოსული მკვლელი ვეშაპები.

ფოტო: Audun Rikardsen / Science

ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ გაერთიანებული სამეფოს წყლებში მობინადრე ვეშაპები არიან. სწორედ მიმდებარე სანაპიროებზე აღმოჩენილ ბოლო გარდაცვლილი ვეშაპის ორგანიზში PCB-ს რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. რისკის ქვეშ არიან გიბრალტარის, იაპონიისა და ბრაზილიის წყლებში მობინადრე ვეშაპები.

მკვლელი ვეშაპები დედამიწის მასშტაბით ყველაზე გავრცელებული ძუძუმწოვრები იყვნენ, თუმცა მათი სახეობები უკვე დიდი ხანია აღარ შეუნიშნავთ ჩრდილოეთის ზღვებში, ესპანეთის მიმდებარე წყლებსა და სხვა ადგილებში.