Stranger Things-ის გადამღებმა ჯგუფმა მესამე სეზონის გადაღებები უკვე დიდი ხანია დაიწყო. სიუჟეტის 1985 წლის ზაფხულში განვითარდება, წინა სეზონის ისტორიიდან 1 წლის შემდეგ.

ცოტა ხნის წინ პაპარაცებმა მილი ბობი ბრაუნი სანაპიროზე, შოუს ახალი სეზონის ერთ-ერთი დრამატული სცენის გადაღებისას დააფიქსირეს:

ცოტა ხნის წინ გავრცელდა მესამე სეზონთან ტიზერიც, რომელიც ახალ სეზონზე ბევრს არაფერს გვიყვება, ერთდერთი რასაც ვიგებთ არის ის, რომ ჰოუკინსში ახალი სავაჭრო ცენტრი იხსნება, რომლის ერთ-ერთ მაღაზია Ahoy-შიც სტივი ნაყინებს ყიდის, აქვე ვიცნობთ ახალ პერსონაჟ რობინსაც, რომლის როლსაც მაია ჰოუკი ასრულებს.

მესამე სეზონზე ვიცით ისიც, რომ ძველ პერსონაჟებთან ერთად რამდენიმე ახალსაც ვიხილავთ. შოუს დაემატა მსახიობი ფრანჩესკა რიალე, რომელიც ჰეიზელრის, ჰოუკინსის საცურაო აუზის მაშველის როლს მოირგებს და თუ შოუს შემქმნელებს დავუჯერებთ, ის მესამე სეზონის ყველაზე მისტიკური ამბის ეპიცენტრში იქნება.

ფრანჩესკა რიალეს გარდა, შოუს მესამე სეზონს ორი მსახიობი - ქერი ელვისი და ჯეიკ ბიუსიც დაემატა.

როგორც შოუს პროდიუსერი შონ ლევი ამბობს, მესამე სეზონი შესაძლოა მეორეს მსგავსად, 9 ეპიზოდით დაბრუნდეს.