ნეტფლიქსის სერიალი, ბანქოს სახლი ფინალური სეზონისთვის ემზადება. შოუ, ფრენკ ანდერვუდის გარეშე 2 ნოემბერს დაბრუნდება.

კევინ სპეისი რომ სერიალში აღარ იქნება ამის დასტური იყო სერიალის ტიზერიც, რომელშიც რობინ რაითის პერსონაჟი, კლერი ქმრის, ამერიკის 46-ე პრეზიდენტის, ფრენკ ანდერვუდის საფლავზეა მისული.

ახლახან, ნეტფლიქსმა შოუს კიდევ ერთი პრომო გაავრცელა, სადაც უკეთ ვეცნობით ამერიკის ახალი პრეზიდენტის - კლერ ანდერვუდის გეგმას.

შეგახსენებთ, რომ კევინ სპეისისთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ, ის სერიალიდან გაუშვეს და ახლა მთელი სერიალი რობინ რაითზე გადაეწყო, შესაბამისას შოუს მთავარ პერსონაჟადაც კლერ ანდერვუდი მოგვევლინება.