2019 წლის 14 თებერვალს კინოეკრანზე 20th Century Fox-ის ფილმი, Dark Phoenix გამოვა.

ფილმი იქს-ადამიანების კინოსამყაროს ნაწილია და ის ერთ-ერთი მუტანტის, ჯინ გრინის გარშემო ვითარდება.

ფილმში სიუჟტი 1990-იან წლებში ვითარდება, როდესაც ჯინ გრეი საკუთარი ძალების უკეთ შეცნობის დროს ბნელ ფენიქსად გადაიქცევა. ის ნელ-ნელა უფრო ძლიერი, აგრესიული და უმართავი ხდება.

ფილმში მთავარ როლებს ჯენიფერ ლოურენსი, ჯესიკა ჩესტეინი, სოფი ტერნერი, მაიკლ ფასბენდერი, ივან პეტერსი, ჯეიმს მაკევოი და ნიკოლას ჰალტი ასრულებენ.