საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, შვილს, რომელიც დედას სცემდა და სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

წარდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, წარსულში განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი შვილი, რომელიც პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო, დედას წლების განმავლობაში სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ამასთან, მათივე ინფორმაციით, მსჯავრდებულმა 2018 წლის 16 ივლისს გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში, თავის საცხოვრებელ ბინაში დედას სახესა და თავში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, ხოლო ხელებსა და ზურგში რკინის ნივთი ჩაარტყა.

გურჯაანის სასამართლომ დაკავებული დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟსა ან დამცირებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია.