დიახ მეგობრებო! ეს დღეც დადგა! შესაძლოა სულ მალე სარა რამირესი ექიმ კალი ტორესის როლში კვლავ ვიხილოთ.

მსახიობმა გრეის ანატომიაში დაბრუნების სურვილი ტვიტერზე გამოთქვა:

"CBC-ში არაფერი აქვთ საწინააღმდეგო კალის დაბრუნებასთან დაკავშირებით. ახლა ჯერი ABC-ზეა", - წერს სარა.

თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ კალი ტორესის დაბრუნების სურვილი თავად შონდა რაიმსსაც აქვს, უნრა ვივარაუდოთ, რომ თეთრ ხალათში გამოწყობილ სარას სულ მალე კვლავ ვიხილავთ.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ გრეის ანატომიის შემქმნელს კალის გარდა სურს, რომ შოუს ედისონ მონტგომერიც დაუბრუნდეს.

ედისონ მონტგომერი, რომლის როლსაც სერიალში ქეით უოლში ასრულებს, ბოლოს შოუს მერვე სეზონში გამოჩნდა. კალი ტორესი კი (სარა რამირესი) გრეის ანატომიის ფანებმა ბოლოს მე-12 სეზონში იხილეს.

სარა, გელოდებით!

იმედია, კალის დაბრუნება და შოუს დასრულება ერთმანეთს არ დაემთხვევა.