უილ სმიტმა 50 წლის იუბილე ძალიან საინტერესოდ და მეტიც, ექსტრემალურად აღნიშნა - მსახობი ვერტმფრენიდან პირდაპირ დიდ კანიონში გადახტა.

მსახიობმა მთელი ეს პროცესი YouTube-ის ლაივში გაუშვა. ვიდეოს უკვე 3 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

სმიტს მიწაზე ცოლთან ჯადა პანკეტ სმიტთან და შვილებთან ერთად ყოფილი ცოლიც ელოდებოდა.