რუსეთში მართლმადიდებელი მღვდელი ცოლის სილამაზის კონკურსში მონაწილეობის გამო დასაჯეს და განმარტოებულ სოფელში დაასახლეს.

ოქსანა ზოტოვას ქალაქ მაგნიტოგორსკში სილამაზის სალონიც აქვს. კონკურსში მან მის მგრძნობიარეს პრიზი მოიპოვა, რის შემდეგაც მალე გახდა კრიტიკის სამიზნე. ამის მიზეზი კი ანონიმური სოციალური ექაუნთი გახდა, რომელმაც საიტ პიკაბუზე დაწერა, რომ ის მღვდლის ცოლი იყო.

როდესაც ისტორია რელიგიური პირების ყურამდე მივიდა, სერგეი ზოტოვა მაგნიტორსკის ეკლესიიდან მოკვეთეს და ქალაქიდან 65 კილომეტრში მდებარე სოფელში გადაასახლეს. სოფლის მოსახლეობა ჯამში 4 000 კაცია.

"დიდი ცოდვაა, როცა მღვდლის ცოლი შოუში იღებს მონაწილეობას და სხეულს აჩენს. სანამ მისი ცოლი არ მოინანიებს, ზოტოვას არ აღვადგენთ. როგორი მღვდელი ხარ, თუ საკუთარ ოჯახს ვერ აკონტროლებ? როგორ უნდა გააკონტროლოს მან მრევლი?" — თქვა ეპარქიული სასამართლოს თავმჯდომარემ და დეკანოზმა ფეოდორ საპრიკინმა.

ქალაქის ერთ-ერთმა სასულიერო პირმა ასევე აღნიშნა, რომ ოქსანა ზოტოვამ მოგზაურობიდან საცურაო კოსტიუმში თავისი სურათებიც გამოაქვეყნა, თუმცა ისინი მოთხოვნის შემდეგ წაშალა.

თავად სერგეი ზოტოვა ამბობს, რომ გადასახლება "საკმაოდ მოწყალე სასჯელია", თუმცა წუხს, რომ მისი ცოლი სოციალურ ქსელში სიძულვილის შემცველ კომენტარებს იღებს.