არა, ეს მძიმე დანაშაულის სერიის აღწერა არ არის, ნამდვილი ამბავია.

ტეხასის კრიმინალური დეპარტამენტის განცხადებით, განყოფილებამ შემოწირულობის სახით, 45 ყუთი ბანანი მიიღო.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ყუთში ბანანებზე უფრო ძვირადშეფასებული რამ იყო — 540 კოლოფი კოკაინი, რომლის ღირებულებაც 18 მილიონ ამერიკულ დოლარს უტოლდება.

"ხანდახან ცხოვრება ლიმონს გაძლევს, ხანდახან კი — ბანანებს", - იხუმრა დეპარტამენტმა ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ფოტო: TDCJ / Facebook

ფოტო: TDCJ / Facebook

ნარკოტიკებით სავსე კოლოფები ორმა სერჟანტმა მაშინ აღმოაჩინა, როდესაც მათ ყუთების გახსნა დაიწყეს და აღმოაჩინეს, რომ ბანანების ნაცვლად, კოკაინი შერჩათ ხელში.

ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ეწევა აღმოჩენილ ნარკოტიკს, თუმცა საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია.