"რამდენიმე ზარს არ ვუპასუხე და მერე არ ვიჯერებდი, რომ Mastercard-ის შეუფასებელი მოგზაურობა მოვიგე", - ამბობს 35 წლის ნანა ტატუნაშვილი, რომელიც წეროვანის ბაგა-ბაღში აღმზრდელად მუშაობს.

ამბავი დიდი ხნით ადრე, Mastercard-მა დაიწყო, როდესაც მომხმარებლებს შეუფასებელი მომენტების შექმნას შეჰპირდა.

მართლაც, Mastercard არ არის მხოლოდ საბანკო ბარათი, რომლითაც სასურველ ნივთებს იძენ. Mastercard-ის ფილოსოფიაა შეუქმნას მომხმარებელს ისეთი მომენტები, რომლების სხვა გზით მიღებაც შეუძლებელია. ჩვენს ყოველდღიურობაში არის რაღაც, რაც მეტია ვიდრე შენაძენით გამოწვეული სიხარული. ეს ისეთი გამოცდილებაა, რომელიც მხოლოდ შენთვისაა ძვირფასი, პირადად შენია და მხოლოდ შენს სანუკვარ ოცნებას ასრულებს.

ნანა ტატუნაშვილს ეს გამოცდილება Mastercard-მა მოუტანა. იგი სრულიად შემთხვევით გახდა Star Wars: The Last Jedi-ს (ვარსკვლავური ომები: უკანასკნელ ჯედაის) აქციის მონაწილე.

აქციის ფარგლებში ბრენდი მომხმარებლებისთვის, უამრავ საინტერესო პრიზთან ერთად, ირლანდიის საგზურსაც ათამაშებდა. საგზური ვარსკვლავური ომების გადასაღები ადგილების სტუმრობას გულისხმობდა.

წეროვანის დასახლებაში მცხოვრები ნანა, მისი მეუღლე და შვილები, 9 წლის იოსები და 15 წლის მარიამი, საქართველოს გარეთ მანამდე არასოდეს ყოფილან. მათთვის ეს გათამაშება ზუსტად ის შეუფასებელი ამბავი აღმოჩნდა, რომელიც Mastercard-ის ბარათის გარეშე თავს ვერ გადახდებოდათ.

ალბათ წარმოგიდგენიათ, რამხელა სიხარულია, როდესაც ლეგენდარული საგის გადაღების ადგილს ეწვევი, დისნეის მაღაზიაში სასურველ ნივთებს შეიძენ, ჰილტონში გაჩერდები, საოცარი სილამაზის ხედებს დაათვალიერებ, და ეს ყოველივე რთული საკონკურსო პირობების შესრულების გარეშე, ბარათის ჩვეული, ყოველდღიური გამოყენებით. ზუსტად ეს გახლავთ Mastercard-ის მისია - ყოველდღიურობა შეუფასებელ მომენტად აქციოს.

"ჩემს ცხოვრებაში სიურპრიზები ნაკლებად იყო. საზღვარგარეთ არასოდეს ვყოფილვართ, არც ვარსკვლავური ომების შესახებ ვიცოდი რამე. მეტსაც გეტყვით, ბავშვებს მხოლოდ პირველი, ძველი ეპიზოდი ჰქონდათ ნანახი. იმ მომენტმა, როდესაც ბანკი დამიკავშირდა და მითხრა, რომ ირლანდიაში გასამგზავრებელი 4 კაციანი საგზური მოვიგე, ჩემი და ჩემი შვილების ცხოვრება გადაატრიალა - შეიძლება ითქვას, რომ სასწაულების ვირწმუნეთ!"

საგზურის მოგების ისტორია მარტივია - ნანას ხელფასი Mastercard-ის ბარათზე ერიცხება, რომელსაც სახლისთვის პროდუქტების საყიდლად იყენებს.

"ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი პრიზის მოგება ასე ძალდაუტანებლად იყო შესაძლებელი", - ამბობს პრიზის მფლობელი.

ფოტო: Mastercard

საჩუქარი 4 კაციან საგზურს - ორმხრივ ავიაბილეთებს, სასტუმროს და დისნეის მაღაზიის ვაუჩერებს მოიცავდა. და, რაც მთავარია, ოჯახი ერთად გაემგზავრებოდა იქ, სადაც ლუკ სკაივოკერი უკანასკნელ მისიას ასრულებს და ჯედაის ხმალს მემკვიდრეს გადასცემს.

"ამ გათამაშების შესახებ არაფერი ვიცოდი. ჩემმა ოჯახმა აღმოაჩინა, რომ Mastercard რიგით ადამინებს ნამდვილად შეუფასებელ მომენტებს ჩუქნის. ასეთი მომენტი ჩვენთვის სწორედ ეს ოჯახური მოგზაურობა იყო, ვარსკვლავური ომების საგა კი სამუდამოდ იქცა ჩვენი ოჯახის საყვარელ ფილმად - ის მუდამ გაგვახსენებს ირლანდიაში მიღებულ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს".

სამოგზაუროდ ივლისი აირჩიეს. დუბლინში ჩაფრენილები ჰილტონში გაჩერდნენ და იქიდან კილარნიში გაემგზავრნენ.

"ფანტასტიკური მოგზაურობა იყო, ჯადოსნური მომენტებით აღსავსე. ახლაც რომ ვიხსენებ, ისევ ძნელად ვიჯერებ, რომ ეს ყოველივე ჩვენ გადაგვხდა თავს. ირლანდიელები უთბილესი ხალხია, ყველა გვიღიმოდა. ბუნებაც სულ სხვანაირია, მწვანე ველები და კორდები. კინოში უფრო მკაცრი ჩანს, იქ კი სულ სხვანაირად წარმოჩინდება".

კილარნიდან ოჯახი კუნძულ სკელინგ-მაიკლზე გაემგზავრა, სადაც ეპიზოდის ფინალური სცენაა გადაღებული. დღეს ამ კუნძულს იუნესკო მფარველობს, ხოლო ეპიზოდის გამოსვლის მერე ის აქტიურ ტურისტულ ზონად იქცა.

"ფრინველების ბუდეებმა გამაოცა; ამინდმაც გაგვიმართლა და ოკეანის ხედებით ტკბობა შევძელით. უკან შთაბეჭდილებებით აღსავსეები დავბრუნდით. დაუვიწყარი გამოცდილება მივიღეთ. ირლანდიის ვიზის ასე უპრობლემოდ მიღება ასევე დაუჯერებელია - წეროვანში რომ გაიგეს საგზურის ამბავი, ყველა წუხდა, ირლანდიის ვიზის მიღება რთულიაო. ამიტომაც, მე ბავშვებს არ ვაიმედებდი, მათთვის იმედების გაცრუება არ მინდოდა".

ნანა Mastercard-ს დიდ მადლობას უხდის ამ დაუვიწყარი მოგზაურობისთვის:

"მადლობა ყველას, ვინც ეს შანსი მოგვცა და ჩემს ბავშვებს ეს მოგზაურობა აჩუქა. მადლობა Mastercard-ს ამ შესაძლებლობისთვის. რა თქმა უნდა, ამიერიდან Mastercard-ის ყველა აქტივობას დიდი ყურადღებით მივადევნებთ თვალს!"

Mastercard-ის შეუფასებელი ისტორიები კი გრძელდება. ადევნეთ თვალი ბრენდს და მიიღეთ დაუვიწყარი გამოცდილება.