გაეროში 25 სექტემბერს სიტყვით გამოსვლის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი ადმინისტრაციის წარმატებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ორ წელზე ნაკლებ დროში მისმა ადმინისტრაციამ იმაზე მეტი რამ გააკეთა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ადმინისტრაციამ აშშ-ის ისტორიაში. ამ სიტყვებს დარბაზში სიცილი მოჰყვა.

"ამ რეაქცია არ ველოდი, მაგრამ კარგი", - თქვა ტრამპმა ღიმილით.

ტრამპმა, ასევე, აღნიშნა, რომ ამერიკა ახლა არის უფრო ძლიერი, მდიდარი და უსაფრთხო.