ამერიკელი მომღერალი შერი, რომელსაც პოპის ქალღმერთსაც უწოდებენ, არასდროს მალავდა თავის დამოკიდებულებს და ღიად ამბობდა, ვინ მოსწონდა და ვინ — არა. მან კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, რომ პოპის დედოფლის, მადონას მიმართ, არც ისე დადებითი განწყობები აქვს.

ელენ დეჯენერესის შოუში, თამაშში 5 Second Rule, შერის 5 წამში უნდა დაესახელებინა სამი მომღერალი, რომელთანაც ერთად დუეტს ჩაწერდა.

"ოჰ, ადელი, პინკი და... მადონა არა", - თქვა შერიმ.

დეჯენერესი მაშინვე შეეცადა შერისთვის შეეხსენებინა, რომ მისი გადაცემა ქალებს შორის დაპირისპირების აფიშირების არენა არ იყო.

"მის ნეგატიურობავ, კითხვა ის იყო, ვისთან ჩაწერდი დუეტს და არა ის, ვისთან არ ჩაწერდი", - უთხრა მან შერის.

1991 წელს მიცემულ ინტერვიუში შერიმ თქვა, რომ მადონა არ მოსწონდა:

"არის რაღაც, რას მასში არ მომწონს. ის ბოროტია და ეს არ მომწონს. შონ პენთან მეგობრობის გამო, ის ჩემთან სახლში რამდენჯერმე მოვიწვიე და ყველას ძალიან უხეშად მოექცა.

ის უწესო ბავშვივით იქცეოდა. როდესაც ისეთ აღიარებას მოიპოვებ, როგორიც მას აქვს, შეგიძლია ის აკეთო, რაც გსურს, მაგრამ ცოტა მეტად ღირსეული და ცოტა ნაკლებად ძუკნა უნდა იყო".

თუმცა, 2013 წელს, შერიმ თქვა, რომ მადონა მისი ერთ-ერთი საყვარელი ხელოვანი იყო, იმის მიუხედავად, რომ "მთლად ყველაფერი, რასაც ის აკეთებდა, არ მოსწონდა".

მუსიკოსები 2017 წელს, ტრამპის წინააღმდეგ მიძღვნილ ქალთა მარშზე სიტყვით გამოვიდნენ და იმავე დღეს, კულისებში საერთო ფოტოც გადაიღეს ერთად.

მადონა და შერი 2017 წლის 21 იანვარს, ვაშინგტონში გამართული ქალთა მარშის შემდეგ.

ფოტო: Kevin Mazur / Getty Images