ჯოან როულინგის და Warner bros-ის კიდევ ერთი საჩუქარი - ჯადოსნური ცხოველები ბრუნდებიან, თან მარტო კი არა გრინდევალდის ბოროტ გეგმებთან, ახალგაზრდა დამბლდორის ამბიციებთან და ნიუტ სკამანდერის თავგადასავლებთან ერთად.

როგორ ხედავთ, ჯადოსნური ცხოველების მეორე ნაწილი გაცილებით მასშტაბური და შეიძლება ითქვას, რომ საინტერესო იქნება, ვიდრე პირველი ნაწილი.

ფილმის მეორე ნაწილი მთლიანად დამბლდორის, გრინდელვალდისა და ნიუტ სკამანდერის ამბებს დაეთმობა. ცხოველების მოყვარულ ჯადოქარს დამბლდორსა (ჯუდ ლოუ) და გრინდელვალდს (ჯონი დეპი) შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს.

გარდა ამისა, უფრო ახლოს გავიცნობთ ნიუტ სკამანდერის პერსონაჟს და ვიცით ისიც, რომ ეზრა მილერის გმირი, ქრიდენსი ბრუნდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ მეორე ნაწილში ფილოსოფიური ქვის შემქმნელი ნიკოლას ფლამელიც გამოჩნდება, რომლის შესახებაც აქამდე მხოლოდ გადმოცემებით გვსმენია.

ფილმის მეორე ნაწილში ჩანს ნაგინიც, რომელიც წლების შემდეგ ვოლდემორტის ჰოკრუქსი გახდა.

ფილმის პრემიერა 2018 წლის 16 ნოემბერს შედგება.