მოიხსნას შეზღუდვები ელექტროსიგარეტსა და ახალ თამბაქოს ნაწარმზე — საკანონდებლო ინიციატივა
საქართველოს ბიზნესის ასოციაციის წარმომადგენლები თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში იმ ჩანაწერის შეცვლას ითხოვენ, რომლითაც კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები და რეგულაციები თამბაქოს არაწვად ნაწარმზეც ვრცელდება, მათ შორისაა ელექტრონული სიგარეტი და ახალი თამბაქოს ნაწარმი. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უკვე დარეგისტრირდა.
კანონპროექტის ინიციატორები ითხოვენ, რომ თამბაქოს ნაწარმის განმარტებიდან ამოიღონ ტექსტი — ელექტრონული სიგარეტის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნიკოტინის შემცველი მასალა, კარტრიჯი, კაფსულა, ასევე მოწევის განმარტებიდან სიტყვები — ორთქლი და გახურება. ინიციატორების ცნობით, ამ ცვლილებით მკაცრი რეგულაციები აღარ გავრცელდება ელექტრონულ სიგარეტზე და ახალ, არაწვად თამბაქოს ნაწარმზე.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლები თანმხდებიან, რომ თამბაქო და ნიკოტინის ნაწარმი, რომელთაც წვის პროცესი არ ახლავთ ტრადიციული სიგარეტებისგან განსხვავდებიან. თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონი, რომელიც 2018 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა, ერთნაირად არეგულირებს ყველა თამბაქოსა და ნიკოტინის ნაწარმს.
კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ნიკოტინის ახალი ნაწარმი რეგულირების მიღმა კი არ უნდა დარჩეს, არამედ ახლებურად უნდა დარეგულირდეს. ამავე პროექტის მიხედვით, ნიკოტინის არაწვადი ნაწარმი განსხვავდება სიგარეტისა და სხვა წვადი თამბაქოს ნაწარმისგან. უფრო კონკრეტულად, ელექტროსიგარეტები და ზოგიერთი ახალი თამბაქოს ნაწარმი არ ახდენს თამბაქოს აალებას და არ გამოყოფს კვამლს. ბიზნესასოციაციის ცნობით, მოწევასთან დაკავშირებულ დაავადებებს იწვევს სიგარეტის კვამლში არსებული ათასობით ქიმიური ელემენტი იწვევს და არა თავად ნიკოტინი.
ამავე კანონპროექტში წერია, რომ ახალი თამბაქოს ნაწარმი უნდა დარეგულირდეს ახალი საკანონმდებლო აქტით და არ უნდა გავრცელდეს ის წესები, რაც ტრადიციულ ნაწარმზე მოქმედი კანონმდებლობით ვრცელდება.
კანონპროექტის ავტორებს მაგალითად, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის 28 ქვეყანა მოჰყავთ, რომლებმაც ორთქლის გამომყოფი პროდუქტები 24 თავში მოაქცია, რადგან ზოგიერთი ნაწარმი, მიუხედავად თამბაქოს შემცველობისა, მოწევისთვის განკუთვნილი არ არის.
ამავე თემაზე:
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები