MyCoins.ge – ქართული პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ იყიდოთ, გაყიდოთ, გააგზავნოთ ან მიიღოთ 5-ზე მეტი კრიპტოვალუტა
MyCoins.ge ახალი სივრცეა, რომელიც სპეციალურად კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული ოპერაციებისთვის შეიქმნა
ბოლო ორი წლის განმავლობაში სიტყვები "ბიტკოინი", "ეთერიუმი", "კრიპტოვალუტა" ინტერნეტ-საუბრებს გასცდა და რეალურ ცხოვრებაშიც გადმოვიდა. მედიაში ამ სიტყვების უფრო და უფრო აქტიურმა გამოყენებამ კი კრიპტოვალუტის ახალი ტალღა კიდევ უფრო გაამძაფრა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ბიტკოინის შესახებ ჰოლივუდში ფილმს იღებენ.
და მაინც, რა არის კრიპტოვალუტა?
კრიპტოვალუტა არის ციფრული ფული, რომლის გამომუშავების არაერთი გზა არსებობს. უფრო მარტივად რომ ავხსნათ, კრიპტოვალუტა არის ფულის ისეთი სახეობა, რომელიც მხოლოდ ციფრულ სამყაროში არსებობს და მისი კუპიურები თუ მონეტები ფიზიკურად ბუნებაში არ იძებნება. ეს ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტა არის ისეთივე მნიშვნელობის ფული, როგორიც ლარი, ევრო და დოლარია, ხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მისი მოპოვება და მართვა ინტერნეტით ხდება და არის დეცენტრალიზებული (ანუ არ არის მართული არც სახელმწიფოს და არც კერძო პირის მიერ)
ვრცლად:
ხშირად კრიპტოვალუტას "ინტერნეტის ქეშსაც" ეძახიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიტკოინებისა და სხვა ციფრული ფულის გამოყენება-გაყიდვა-ყიდვა "ხელზე გაცვლის" პრინციპით ხდება. ამ პროცესში შუამავალი, როგორიცაა ბანკი ან სხვა ფინანსური ინსტიტუტი, არ მონაწილეობს. ამის შესაძლებლობას ბლოკჩეინ ტექნოლოგია იძლევა, რომელიც On.ge-ს მკითხველისთვის უცნობი ტერმინი არაა. კრიპტოვალუტების პოპულარობამ და მისი განვითარების დინამიკამ დამატებითი სერვისების მოთხოვნილება გააჩინა. ამ სფეროში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დროის სწორად შერჩევას, კურსის გამოცნობას და ფულის სწორად დაბანდებას. იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ, მუდმივად უნდა აკონტროლებდეთ ვალუტის ფასის ცვალებადობას, მოთხოვნის ზრდასა და შემცირებას და ა.შ. ეს, ცხადია, ძალიან რთულია და დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. სწორედ ამიტომ, დამატებითი სერვისები და ტექნოლოგიები დიდი ინტენსივობით იქმნება. საქართველო ამ მხრივ ერთ-ერთი გამორჩეულია, რადგან ქართული კომპანიები სწრაფად ახერხებენ მოთხოვნებზე რეაგირებას.
MyCoins.ge
ერთ-ერთი ყველაზე გამართული და მრავალფუნქციური სერვისი კრიპტოვალუტით დაინტერესებული ადამიანებისთვის eMoney-ს შვილობილმა კომპანიამ შექმნა. MyCoins.ge არის საიტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ მართოთ კრიპტოსავალუტო ოპერაციები და უმარტივესად იყიდოთ, გაყიდოთ, მიიღოთ ან გააგზავნოთ თქვენთვის სასურველი კრიპტოვალუტა. ხოლო მისი ბლოგ გვერდის მეშვეობით იყოთ მუდმივად ინფორმირებული კრიპტო სიახლებისა თუ ტენდენციების შესახებ.
eMoney ინოვატორი კომპანია იყო, რომელმაც საქართველოში პირველმა შექმნა მულტისავალუტო ელექტრონული საფულე, ამიტომ ლოგიკურია, რომ სწორედ მან, ასეთმა ინოვატორმა კომპანიამ ფინანსურ სფეროში, აიღო საკუთარ თავზე, ქართველი მომხმარებლებისთვის კრიპტოსავალუტო სერვისების შეთავაზება. ციფრული ვალუტით დაინტერესებული ადამიანები აქამდეც იყენებდნენ eMoney-ს სერვისებს ბიტკოინისა თუ სხვა ვალუტების შესაძენად და გასაყიდად, მაგრამ MyCoins.ge კონკრეტულად ამ მიზნით შეიქმნა და შესაბამისად, არარელევანტური სერვისებისგან სრულიად თავისუფალია.
ამავე საიტზე მომხმარებლებს შეუძლიათ რეალურ დროში ადევნონ თვალი ისეთი პოპულარული კოინების ფასის ცვლილებას როგორიცაა ბიტკოინი, რიპლ, ბიტკოინ ქეში, ლაითკოინი, დეში და ეთერიუმი რაც მათ ბაზარზე ოპერირებას გაუადვილებს. ფინანსური ოპერაციების განხორციელება და საკუთარი ტრანზაქციების გაკონტროლება კი ძალიან მარტივია.
გარდა პოპულარული კრიპტოსერვისებისა, MyCoins.ge-ს ორი ინოვაციური სერვისიც აქვს: შეჩერების დავალება / Stop Order და მარკეტ ორდერი / Market Order ის ფუნქციებია, რომლებიც საქართველოში პირველად სწორედ ამ საიტზე დაინერგა.
რა არის "შეჩერების დავალება"?
შეჩერების დავალება MyCoins-ის ერთ-ერთი მთავარი დამატებითი ფუნქციაა, რომელიც კრიპტოვალუტის ავტომატური ყიდვა-გაყიდვის დავალებას ასრულებს. უფრო მარტივად რომ ავხსნათ, შეჩერების დავალება შესაძლებლობას გაძლევთ თავად განსაზღვროთ, როგორი კურსით გსურთ კრიპტოვალუტის ყიდვა ან გაყიდვა. მაგალითად, თუკი ერთი ბიტკოინი მოქმედი კურსით 15 000 ლარი ღირს და ეს ფასი თქვენთვის არ არის მისაღები, შეჩერების დავალების დახმარებით თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ სასურველი ფასი ნებისმიერი ოდენობით, რომელზეც გსურთ, რომ შეიძინოთ კრიპტოვალუტა (მაგ: 12 000 ლარი). იქვე მიუთითებთ დროს, თუ რამდენი ხნით გსურთ შეინარჩუნოთ ეს დავალება.
დავალება შესრულდება მხოლოდ მაშინ, თუკი ბიტკოინის ფასი მიაღწევს 12 000 ლარს (ან თქვენ მიერ მითითებულ ფასს). სისტემა ავტომატურად იყიდის მას თქვენ მაგივრად, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასის შემოწმება ყოველ წუთს აღარ მოგიწევთ და არც შესაძენად თქვენთვის საუკეთესო მომენტს გამოტოვებთ.
შეჩერების დავალება კრიპტოვალუტის გაყიდვის შემთხვევაშიც ეფექტურად მუშაობს. მაგალითად, თუკი თქვენ გაქვთ 1 ბიტკოინი და მისი სარფიანად გაყიდვა გსურთ, შეჩერების დავალების დახმარებით მიუთითებთ სასურველ ფასს და როდესაც კურსი მიაღწევს თქვენ მიერ მითითებულ თანხას, სისტემა ავტომატურად გაყიდის თქვენს ბიტკოინს.
რა არის "მარკეტ ორდერი"?
წარმოიდგინეთ, რომ ხელზე გაქვთ რამდენიმე ასეული დოლარი და მისი სარფიანად გადახურდავება გსურთ სხვა ვალუტაში. ასეთ შემთხვევაში თქვენ მოგიწევთ ქალაქში ხეტიალი, რომ საბაზრო კურსზე უკეთესი შემოთავაზებები იპოვნოთ. MyCoins-ის მარკეტ ორდერის ფუნქცია სწორედ ასეთი შემთხვევებისთვისაა, ოღონდ კრიპტოსამყაროში.
მარკეტ ორდერი არის ფუნქცია, რომელიც კრიპტოვალუტის ავტომატური ყიდვა-გაყიდვისთვის გამოიყენება, ოღონდ საბაზროზე უკეთესი კურსით. ეს ნიშნავს, რომ თქვენ თავად შეგიძლიათ განსაზღვროთ სისტემის მიერ შემოთავაზებული ინტერვალიდან კრიპტოვალუტის კურსი, რომელიც საბაზრო კურსზე უფრო უკეთესია. ამის შემდეგ, განსაზღვროთ პერიოდი, თუ რამდენი დღით ან თვით გსურთ ამ ინტერვალის შენარჩუნება და დაარეგისტრიროთ დავალება.
ამის შემდეგ, MyCoins-ის კრიპტორობოტი ავტომატურად მოგიძებნით სისტემაში საუკეთესო შემხვედრ დავალებას, რომლის მოცულუბიდან გამომდინარეც თქვენი დავალება სრულად ან ნაწილობრივ შესრულდება.
MyCoins.ge ერთ დროს გაუგებარსა და საიდუმლოებით მოცულ სფეროს ფართო საზოგადოებისთვის ხელშესახებად აქცევს. ბლოგზე გამოქვეყნებული სიახლეებისა თუ მიმოხილვების დახმარებით, მუდმივად გეცოდინებათ, რა ხდება კრიპტოსავალუტო ბაზარზე და ინფორმაციით შეიარაღებული, უფრო წარმატებულ ფინანსურ გადაწყვეტილებებს მიიღებთ.
დამატებითი კომფორტისთვის და ასევე ვებგვერდზე უკეთესი კურსით კრიპტოვალუტებით ვაჭრობისთვის შეგიძლიათ, eMoney-ის მობილურ აპლიკაციაში ჩაშენებული MyCoins-ის ფუნქციონალი გამოიყენოთ როგორც iOS-ზე, ასევე Android-ზე.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები