ოსკარის ნომინანტი რეჟისორი, გრეტა გერვიგი ახალი ფილმის გადასაღებად ემზადება.

Little Women - ასე ჰქვია ახალ პროექტს, რომელშიც მთვარ როლებს Lady Bird-ის ვარსკვლავების, ტიმოთი შალამესა და სირშა რონანის გარდა, ლეგენდარული მერილ სტრიპიც შეასრულებს.

ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ ოსკაროსანი ნომინანტის ფილმში ვიხილავთ სერიალს Better Call Saul-ის მსახიობ ბობ ოდენკირკსაც.

ეს სტრიპისთვის და ოდენკირკისთვის მეორე ერთობლივი პროექტია, აქამდე მათ უკვე ითამაშეს გასული წლის ერთ-ერთ მთავარ კინოსურათში, The Post, რომელმაც ოსკარის ნომინაცია მიიღო საუკეთესო ფილმის ნომინაციაში.

ფილმში უნდა ეთამაშა ემა სტოუნსაც, თუმცა საბოლოოდ შეთანხმება ვერ შედგა და მის მაგივრად როლი ჰარი პოტერის ვარსკვლავმა, ემა უოტსონმა მიიღო.

კინოსურათში ვიხილავთ დიდი პატარა ტყუილებისა და იურული პერიოდის პარკის ვარსკვლავ ლორა დერნსაც, ასევე ლუი გარელს.

ფილმის სიუჟეტი მერი ლუის ალკოტის რომანს ეფუძნება და მას კინოსტუდიები Sony და Columbia გადაიღებენ.

ეს ამ რომანის რიგით მეხუთე ეკრანიზაცია იქნება. აქამდე ფილმები უკვე გადაიღს - 1933, 1949, 1994 წელს, 2017 წელს კი BBC-იმ რომანი სამ ეპიზოდიან მინისერიალად გამოუშა.

წიგნის ისტორია ოთხი დისა და მათი დედის გარშემო ვითარდება.