2018 წლის თებერვალში, ჰოლივუდში ერთ-ერთი ყველაზე მყარი ოჯახის სტატუსის მქონე წყვილი - ჯენიფერ ენისტონი და ჯასტინ ტერუ ერთმანეთს დაშორდნენ.

ამ თემაზე პირველი კომენტარი ენისტონმა დაშორებიდან რამდენიმე თვეში გააკეთა და თქვა, რომ მისთვის მომხდარი ძალიან დამთრგუნველი იყო, თუმცა თავს კარგად გრძნობს და ცხოვრების აქტიურ რიტმს აგრძელებს.

"ჩემი და ჯასტინის დაშორების შემდეგ, მედიაში სრული სიგიჟე ხდებოდა. წერდნენ, საწყალი ჯენი, ის კაცებს ვერ ინარჩუნებს, ამის მიზეზად კი ჩემს დამოკიდებულებას ასახელებდნენ ბავშვების არყოლასთან დაკავშირებით, მიწოდებდნენ ეგოისტს და კარიერაზე ორიენტირებულს. რეალურად კი არავინ იცის რა ხდება დახურულ კარს მიღმა, არავინ იცის რა მგრძნობიარე იყო ეს და არამხოლოდ ეს თემა ჩემთვის და ჩემი პარტნიორისთვის", - ამბობდა ენისტონი.

დაშორების თემას ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა თავად ჯასტინ ტერუც და თქვა, რომ ის და ჯენი მეგობრობას ინარჩუნებენ.

"ამ თემაზე საუბრისას მინდა სიტყვები დიდი სიფრთხილით შევარჩიო და გითხრათ, რომ ეს ყველაზე თავაზიანი განქორწინება იყო რაც კი შეიძლება ვინმემ წარმოიდგინოს. მე და ჯენიფერს ერთმანეთთან არანაირი მტრობა არ გვაქვს. მედიამ ყველაფერი გააბუქა, საშინელებებს წერდნენ. ის, რაც ერთი ცხოვრებისეული მოვლენა იყო, გამოჰყავდათ თითქოს რიხტერის შკალით 10 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. კიდევ ერთხელ განვმეორდები, არც ერთი ჩვენგანი არ მომკვდარა და არ ვმტრობთ ერთმანეთს. პირიქით, ერთმანეთთან ვმეგობრობთ და დიდ პატივს ვცემთ", - ამბობს ტერუ.