როგორც უკვე იცით, ხოაკინ ფენიქსი ჯოკერის ისტორიაზე ახალ ფილმის გადაღებებისთვის ემზადება. მსახიობს მომზადებისთვისა და ამ პერსონაჟის განსახიერებისთვის წონაშიც დაკლებაც დასჭირდა - ტოდ ფილიპსის ფილმში თამაშისთვის ფენიქსმა 15 კილო დაიკლო.

რაც შეეხება ფილმს, მისი ნახვის საშუალება 2019 წლის 4 ოქტომბერს გვექნება.

ფილმის შესახებ ბევრი ინფორმაცია ამ ეტაპზე ჯერ კიდევ გასაიდუმლოებულია, ერთადერთი ვიცით ის, რომ კინოსურათში აქცენტი ჯოკერის დედის პერსონაჟზეც გაკეთდება. ამ როლზე კინოსტუდიამ ორი ოსკარის მფლობელი ფრენსის მაკდორმანდი მიიწვია, თუმცა მან როლზე უარი თქვა. საბოლოოდ ამ როლზე პროდიუსერმა მარტინ სკორსეზემ ფრენსის კონროი დაამტკიცა.

გარდა ამისა, ამავე ფილმში ვიხილავთ რობერტ დე ნიროსაც, რომელიც კინოსურათში ერთ-ერთი გადაცემის წამყვანის როლს მოირგებს. სწორედ ამ პერსონაჟს მიუძღვის დიდი წვლილი იმაში, რომ ჯოკერი შეშლილ კრიმინალად გადაიქცა.