პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობი შაბათის კურიერში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომასაც შეეხო. მისი თქმით, კვირიკაშვილის თანამდებობა ანაკლიის პორტის თემას შეეწირა.

"მე მეგონა, რომ გზების თემას შეეწირა. გზებზე რომ ვიკითხე, გზებზე სხვა საკითხი იყო, არაფერ შუაში არც კვირიკაშვილი, არც ისინი, ვთქვათ, ქუმსიშვილი და ვინც მითხრა, მასე მითხრა და არ ჩავძიებივარ".

ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში მესამე პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი 13 ივნისს გადადგა. კვირიკაშვილის გადადგომას ერთვიანი ფართომასშტაბიანი აქციები უძღვოდა წინ.

გადადგომიდან ერთი თვის თავზე კი პარტია ქართული ოცნება დატოვა.