ირანის ქალაქ აჰვაზში სამხედრო აღლუმის დროს რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. თავდასხმისას რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, სამოქალაქო პირები. დაახლოებით 20 პირი კი დაჭრილია.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, თავდამსხმელები აღლუმთად ახლოს, პარკიდან ისროდნენ და სამხედრო ფორმა ეცვათ. ვარაუდობენ, რომ თავდასხმის უკან ტერორისტები დგანან.

ირანი 1980-88 წლებში ერაყთან ომის გამარჯვებას ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე აღლუმით აღნიშნავდა. ერთ-ერთი გამოცემა წერს, რომ თავდამსხმელები ესროდნენ სამოქალაქო და სამხედრო პირებსაც.

თავდამსხმელებიდნა ორი დაცვამ მოკლა, ხოლო ორი დააკავეს. ინფორმაცია ვრცელდება, რომ ცხრა სამხედრო პირი დაიღუპა, ხოლო დაჭრილებს შორის არის ბავშვიც. ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას თავდასხმა საკუთარ თავზე არ აუღია.