"ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს დახმარებას ალიანსის წევრობის მიღწევაში", — ამის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, როუზ გიოტმიულერმა განაცხადა. დღეს, 21 სექტემბერს მან პირველ შეხვედრა საგარეო უწყებაში გამართა სადაც მინისტრის მოადგილეს დავით დონდუას შეხვდა.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის თარგმანის მიხედვით, როუზ გიოტმიულერმა თქვა, რომ საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობა ვითარდება, ივლისში ნატოს წევრმა ქვეყნებმა დაადასტურეს, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი:

"საქართველოს მოვუწოდებთ გააგრძელოს არჩეული კურსი, რადგან ის ნატოს წევრი აუცილებლად გახდება. ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს გაიყვანოს ჯარები თქვენი ქვეყნის ტერიტორიიდან".