ABC-ის პოპულარული სამედიცინო დრამა, გრეის ანატომია მე-15 სეზონით 27 სექტემბერს დაბრუნდება.

როგორც ცნობილია, შოუს ახალი სეზონის პირველი ეპიზოდი ორ საათიანი იქნება და ბევრი საინტერესო ისტორიის დასაწყისი გახდება.

მე-15 სეზონთან დაკავშირებით უკვე ვიცით ის, რომ ექიმი ტედი ოფიციალურად ბრუნდება. ვიცით, ისიც, რომ შოუში გრეის მამასაც ვიხილავთ, თუმცა რომელი ეპიზოდიდან ეს უცნობია.

ახალ სეზონში გვეყოლება ახალი ქირურგიც, რომელთაგან ერთ-ერთის როლს სერიალ Nashville-ის ვარსკვლავი, კრის კარმაკი შეასრულებს, ხოლო მეორე ქირურგის როლს, ალექს ლანდი მოირგებს, რომელიც შოუს ისტორიაში პირველ გეი კაც პერსონაჟს განასახიერებს.

სერიალის პროდიუსერმა თქვა, რომ ეს სეზონი ბევრ დრამასთან ერთად, სიყვარულის სეზონიც იქნება. პროდიუსერის ამ განცხადებას ნათელი მაშინვე მოეფინა, როდესაც მე-15 სეზონის ახალი პრომო გავრცელდა, რომელშიც მერიდიტის (სავარაუდოდ) ახალი სასიყვარულო ობიექტიც ჩანს.

შოუს მე-15 სეზონი მსახიობებმა და ჟურნალმა EW-იმ განსაკუთრებულად აღნიშნეს - გამოცემის ახალი ნომერი მთლიანად შონდა რაიმსის ლეგენდარულ სერიალს ეთმობა.

"პაციენტი შეიძლება მოკვდეს, მაგრამ ეს შოუ არა", - ვკითხულობთ ჟურნალის ყდაზე.