როგორც უკვე იცით, პირველად არსებობის ისტორიაში, BBC-ს საკულტო სერიალის, Doctor Who-ში, დოქტორის როლს ქალი მსახიობი, ჯოდი ვაიტეკერი შეასრულებს.

როგოც ტრეილერიდან ვიგებთ, წინ ბევრი ახალი პერსონაჟი, ახალ დროში მოგზაურობა და რაც მთავარია, ახალი თავგადასავალი გველის.

შოუს ახალი მთავარი სცენარისტისა და აღმასრულებელი პროდიუსერის, კრის ჩიბნალის განცხადებით, თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, რომ მეცამეტე დოქტორის როლს ქალი ითამაშებდა.

ჯოდი ვაიტეკერი ინგლისელი მსახიობია, რომელიც მაყურებელს Black Mirror-ის პირველი სეზონის ბოლო ეპიზოდიდან, სერიალ Broadchurch-იდან და სხვა ფილმებიდან და სერიალებიდან ახსოვს.

სერიალის ახალი სეზონის პრემეირა 7 ოქტომბერს შედგება.