პოპულარული ამერიკული სერიალი, ვერონიკა მარსი, რომელიც The CW-ის ეთერში 2004-2007 წლებში გადიოდა, ბრუნდება.

კომპანია Hulu-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ შოუს გაგრძელებად გადაიღებს და რაც მთვარია, მთავარ როლში კვლავ კრისტენ ბელს ვიხილავთ.

ამ ეტაპზე უცნობია დაბრუნდებიან თუ არა შოუს სხვა მსახიობები გაგრძელებაში. წინასწარი ინფორმაციით, შოუს სიუჟეტი კალიფორნიაში განვითრდება. ვერონიკა მარსი, მკვლელობების სერიას იძიებს, რომლის კვალიც ახალ დანაშაულებრივ ჯგუფთან მიდის.

ამ ეტაპზე უცნობია როდის გამოვა სერიალის ახალი სეზონი.