გოცირიძე: რელიგიური პირი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან მოვლენებში ჩართული უნდა იყოს
ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე აცხადებს, რომ რელიგიური პირის მოღვაწეობა შემოსაზღვრული არ უნდა იყოს მხოლოდ ღმერთზე საუბრით და ტაძარში ყოფნით. მისი თქმით, სასულიერო პირი არ უნდა იყოს გამიჯნული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენებისგან, თუმცა ამბიონს პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად არ უნდა იყენებდეს. ამის შესახებ მან ინგა გრიგოლიას ტოქ-შოუ რეაქციაში ისაუბრა.
"სახელმწიფო და ეკლესია უნდა იყოს გამიჯნული. გამიჯვნა ნიშნავს, რომ ისინი არ უნდა ინაწილებდნენ ძალაუფლებას, არც რელიგიური თემი და არც სახელმწიფო. თუმცა, მეორე მხივ, ეს არ ნიშნავს, როგორც, მაგალითად, რადიკალური სეკულარისტები ამბობენ, რომ რელიგია არის ვიწრო პირადი ინტიმური სივრცის მოვლენა და რელიგია არ უნდა გამოდიოდეს თავისი ტაძრის საზღვრებიდან", — განაცხადა გოცირიძემ.
გოცირიძის თქმით, განსხვავებაა ვიწრო პოლიტიკური ინტერესებში გზის გაკვალვასა და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე განცხადებების გაკეთებას შორის. მისივე თქმით, პოლიტიკურ თამაშში თანაბრად არის ჩართული სახელმწიფოც და ეკლესიაც.
ეკლესია და სალომე ზურაბიშვილი
მას შემდეგ, რაც მეუფე პეტრემ და მეუფე იაკობმა მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიატის, სალომე ზურაბიშვილის შესახებ ისაუბრეს, საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა. მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ მოუწოდა მღვდლებს თავი შეეკავებინათ პოლიტიკოსების არაკორექტულად მოხსენიებისგან.
თავდაპირველად ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ თავს უფლებას არ მისცემდა მეუფეების განცხადებები შეეფასებინა. მოგვიანებით კი აღნიშნა — "ეკლესიის ამ დონის ფიგურები ერევიან იმაში, რაც ნამდვილად არ არის მათი საქმე".
ეკლესია კანაფის წარმოებისა და ხელისუფლების წინააღმდეგ
სასულიერო პირები და საპატრიარქო აქტიურად იყვნენ ჩართული მთავრობის ახალი კანონპროექტის კანაფის სამედიცინო მიზნით წარმოების წინააღმდეგ ბრძოლაშიც. მას შემდეგ, რაც გასაჯაროვდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო კანაფის ექსპორტზე მუშაობდა საქართველოს საპატრიარქომ რადიკალური განცხადებები გააკეთა. ისინი შეეწინააღმდეგნენ ხელისუფლებას და განაცხადეს, რომ მზად არიან აჩვენონ საკუთარი ძალა.
საპროტესტო პარაკლისებისა და პატრიარქის ქადაგების შემდეგ, კანონპროექტის განხილვაში საპატრიარქოც ჩაერთო. პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა, რომ საპარიარქოს არაფრის დათმობა არ მოუწევს. პარლამენტმა კი კანონპროექტის განხილვა გადაავადა.
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
-
გადახედვააშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები აშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები
-
გადახედვავაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე ვაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა აქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა
-
გადახედვასად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები სად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები
-
გადახედვააქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით
-
გადახედვათეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს თეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს
-
გადახედვაპრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა პრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა
-
გადახედვაამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ ამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ
-
-
გადახედვაბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს ბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს
-
გადახედვაღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში! ღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში!
-
გადახედვაიოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ იოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ
-
გადახედვახალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა ხალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
კომენტარები