საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, ხორბლის იმპორტთან დაკავშირებით აკრძალვები 1 წლით გადავადდა. ამის შესახებ მინისტრმა რამდენიმე წუთის წინ ხორბლის იმპორტიორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვები 2019 წლის პირველი ოქტომრიდან ამოქმდდება.

აკრძალვების გაუქმების მოთხოვნით იმპორტიორთა ნაწილი აქციას ლილოს გამშვებ პუნქტთან მართავენ და სატვირთო მანქანებით ტერმინალი "გეზ 1" ჰქონდათ ჩახერგილი.

ფინანსთა სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის და ჭვავის ფქვილის გატანა და შემოტანა 2019 წლის პირველი იანვრიდან უნდა აკრძალულიყო.