სამეფო კარის თამაშების გადაღებები დასრულდა და ყველა მსახიობი თავისებურად ემშვიდობება ამ დიდებულ შოუს.

მეისი უილიამსმა და ემილია კლარკმა ინსტაგრამზე სევდიანი პოსტები გამოაქვეყნეს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ეს არც ერთი მათგანისთვის საკმარისი არ ყოფილა.

ჯერ კიდევ ზაფხულში, მეისიმ ახალი ტატუ გაიკეთაა გადაწყვიტა და არია სტარკის ცნობილი ფრაზა - No One (არავინ) ამოისვირინგა.

კოლეგის ამ საქციელს მიბაძა ემილია კლარკმა და როგორც ნამდვილ დრაკონების დედას შეეფერება, მაჯაზე სამი დრაკონი დაიხატა.

ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში, კლარკი წერს, რომ დედა, არასდროს დაივიწყებს თავის შვილებს.