რეჟისორი უეს ანდერსონი 50-იანი წლების საფრანგეთზე მიუზიკლის გადაღებას გეგმავს.

ფილმის სიუჟეტი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ის გამოგონილ ქალაქში განვითარდება.

ანდერსონი მიუზიკლის გადაღებას 2019 წლის პირველ ნახევარში დაიწყებს, პრემიერა კი საშობაოდ შედგება.

გავრცელებულ ხმებს თუ დავუჯერებთ, რეჟისორმა ახალ ფილმში თამაში ოსკარის მფლობელ რამდენიმე მსახიობს შესთავაზა, მათ შორის არიან - ფრენსის მაკდორმანდი, ემა სტოუნი, ქეით ბლანშეტი და ჟან დიუჟრდინი.