ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, ორ კვირაში ერთხელ რადიო თავისუფლებისა და სტუდია მონიტორის ერთობლივი საგამოძიებო გადაცემა გავა. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს სტუდია მონიტორის დირექტორმა, ნინო ზურიაშვილმა დაუდასტურა. მისი თქმით, გადაცემა ყოველ მეორე შაბათს გავა შაბათის კურიერის შემდეგ:

"ჩვენ მოვამზადებთ [ჟურნალისტურ პროდუქტს]. რადიო თავისუფლებასთან გვაქვს კონტრაქტი და ისინი ურთიერთობენ შემდეგ ტელევიზიასთან".

ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ონლაინ გამოცემა ნეტგაზეთმა გაავრცელა.

რადიო თავისუფლების ირგვლივ განვითარებული მოვლენები

  • რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს ხელმძღვანელმა, მარინა ვაშაყმაძემ თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ბიუროს დირექტორი დავით კაკაბაძე გაათავისუფლეს;
  • RFE/RL-ის სათავო ოფისის მენეჯმენტსა და ქართული სამსახურის ხელმძღვანელს დავით კაკაბაძეს შორის უთანხმოების შესახებ 23 იანვარს გახდა ცნობილი;
  • BBGWatch-ის სტატიაში წერია, რომ სათავო ოფისის ხელმძღვანელები ქართულ ბიუროს რუსთავი 2-თან თანამშრომლობას აიძულებენ.