მართალია ადამიანების ნაწილს სითბო და მცხუნვარე მზე ურჩევნია, მაგრამ შემოდგომის დადგომასთან ერთად გრილი და წვიმიანი დღეები სულ უფრო მეტად მატულობს.

არაუშავს! საბედნიეროდ არსებობს ბევრი რამ, რისი დახმარებითაც წვიმიანი დღეების მყუდროდ და კომფორტულად გატარებაა შესაძლებელი.

ნახეთ 10 რამ, რაც წვიმიან ამინდს ყველაზე მეტად უხდება:

1. სარეცხის ჩამოხსნა

ან საერთოდ არ გაფენა.

2. სუფთა ჰაერი

და ნაკლები ტყვია ჩვენს ორგანიზმში.

3. ბავშვებთან თამაში, რომლებიც სახლში ტალახიანი ფეხებით დაბრუნდნენ

და ლოგინშიც ტალახიანი ფეხებითვე გადაინაცვლეს.

4. ფანჯარასთან ჯდომა, მინაზე თავის მიდება და ცხოვრებაზე ფიქრი

ფანჯრის წინ თუ ქოთნის ყვავილები გიდევთ, მით უკეთესი.

5. ცხელი ჩაი ან ყავა

წვიმასთან ერთად ცხელი ჩაი ან ყავა განტვირთვაში დაგეხმარებათ.

6. წვიმის ხმა და ჩაბნელებული ოთახი

წვიმის ხმა ფიქრისა და დასვენების საშუალებას მოგცემთ.

7. საწვიმარი და ბოტები

ეს ის ბედნიერი მომენტია, როდესაც დიდი ხნის წინ ნაყიდ საწვიმარსა და ბოტებს ჩაიცმევთ.

8. სანთლები

მით უმეტეს, რომ წვიმის დროს შუქი ხშირად ქვრება.

9. მანქანით ნელა სიარული

და სველი ქუჩების თვალიერება.

10. სტატუსის დაწერა: როგორ დასცხო წვიმამ!

ფოტო: giphy

ამით უნდა დაგვეწყო არა?!