ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დისნეი უპრეცედენტო პროექტის განხორციელებას გეგმავს - მარველის კინოსამყაროს გმირებს სულ მალე თავიანთი სერიალები ექნებათ.

პირველ ეტაპზე იგეგმება ლოკისა და სკარლეტის პერსონაჟებზე რამდენიმე ეპიზოდიანი შოუს გადაღება.

რა თქმა უნდა სერიალებში იგივე მსახიობები ითამაშებენ, რომლებიც კომიქსების მიხედვით გადაღებულ მაღალშემოსავლიან ფილმებში მონაწილეობენ.

წინასწარი ინფორმაციით, თითოეული სერიალი ექვსი ეპიზოდისგან იქნება დაკომპლექტებული.

ამ ეტაპზე მარველს და დისნეის კომენტარი არ გაუკეთებიათ.