სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მიანმარში როჰინჯი მუსლიმების დევნის საქმის წინასწარი მოკვლევა დაიწყო. ამას შესაძლოა, მოჰყვეს გამოძიება სამხედრო დანაშაულის, რომლის გამოც ათასობით ადამიანი დაიღუპა, ხოლო 700 ათასზე მეტმა ბანგლადეშს შეაფარა თავი.

აგვისტოში მიანმარის ხელისუფლებამ უარყო გაეროს ანგარიში, რომლის მიხედვითაც ორგანიზაცია გენოციდში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების დასჯას ითხოვდა. არმია როჰინჯების კრიზისში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

მიანმარი რომის სტატუტის ხელმომწერი არ არის, რაც ნიშნავს, რომ ჰააგის სასამართლოს იურისდიქცია იქ ვერ გავრცელდება. თუმცა მათი თქმით, ბანგლადეში, რომელიც როჰინჯების თავშესაფრად იქცა, სტატუტის ხელმომწერია, ამიტომაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აქვს მოქმედების უფლება.

2017 წლის აგვისტოში განახლდა მიანმარში როჰინჯების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები, რის შედეგადაც 25 ათასი როჰინჯი დაიღუპა, ხოლო 700 ათასი ბანგლადეშში გაიქცა. გამოძიების ჰააგის სასამართლოს გაერომ თავის ანგარიშში მოუწოდა..