Coldplay-ს სოლისტმა, კრის მარტინმა ოსკაროსან მსახიობ ლეონარდო დიკაპრიოს სიმღერა მიუძღვნა.

მომღერალმა სიმღერა Leonardo DiCaprio Foundation-ის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოზე შეასრულა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მარტინი მსახიობს სიმღერას უძღვნის. აქამდე მან ერთ-ერთ საღამოზე ჯულია რობერტსსაც უმღერა.