საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურას მოუწოდებს, რომ ლიბერალის რედაქტორს, ზურა ვარდიაშვილს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს. ქარტია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის მიმართ სიცოხლისთვის საშიში დანაშაულია ჩადენილი.

დაზარალებულის სტატუსი ვარდიაშვილს და მის ადვოკატს საშუალებას მისცემს გაეცნონ საქმის მასალებს, რაც უზრუნველყოფს როგორც მისი ინტერესების სრულყოფილად დაცვას, ასევე, დააკმაყოფილებს საზოგადოების ლეგიტიმურ ინტერესი იცოდეს ლიბერალის რედაქტორზე თავდასხმა უკავშირდება თუ არა მის მის პროფესიულ საქმიანობას", — აღნიშნულია ქარტიის განცხადებაში.

ქარტია მიიჩნევს, რომ არსებული კითხვებისა და ეჭვების გასაქარწყლებლად აუცილებელია საქმის სწრაფად გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა.

ონლაინგამოცემა ლიბერალის რედაქტორს, ზურა ვარდიაშვილს დაახლეობით 7 ადამიანი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. ჟურნალისტის თქმით, მიიღო დაზიანებებლი სახისა და თავის არეში.

როგორც ვარდიაშვილმა On.ge-ს განუცხადა, შემთხვევა 3 დღის წინ, 15 სექტემბერს, საღამოს მოხდა. მისი თქმით, თავს ვარკეთილში, ავტოფარეხთან ის პირები დაესხნენ, რომლებიც მანქანის მყიდველებად გაეცნენ.