ჩრდილოეთ კაროლინაში ქარიშხალ ფლორენსის გამო წყალდიდობებია, რის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 31-ს აჭარბებს. დადასტურებული ინფორმაციით, გარდაცვლილთაგან 24 ჩრდილოეთ კაროლინის მკვიდრია.

BBC-ის ცნობით, შტატის მერმა, რუი კუპერმა ორშაბათს, 17 სექტემბერს განაცხადა, რომ შტორმი დიდ საშიშროებას წარმოადგენს და მდინარეებმა წყალდიდობის ზედა ზღვარს მიაღწიეს. შტორმის შედეგად ზღვისპირა ქალაქი, ვილმინგტონი კუნძულად გადაიქცა.

უწყებებმა ევაკუირებულ მცხოვრებლებს მოუწოდეს, რომ საფრთხისშემცველ ადგილებს მოერიდონ. შტატის მერის განცხადებით, კატასტროფული წყალდიდობა და ტორნადო მოსახლეობასა და მათ ქონებას საფრთხეს უქმნის.

ფლორენსი უკვე იმ ათ ქარიშხალს შორისაა, რომლებმაც ყველაზე დიდი ზარალი მოუტანა ამერიკის შეერთებულ შტატებს. უდიდესი დანაკარგი კერძო საკუთრებაშია, რაც შესაძლოა, ბუნებრივი კატასტროფის მასშტაბების გამო გაიზარდოს.

ქარიშხალმა ფლორენსმა ჩრდილოეთ კაროლინის სანაპიროებს 14 სექტემბერს მიაღწია. უწყებათა ცნობით, ქარიშხალი ამჟამად უფრო სუსტია. ჩრდილოეთ კაროლინაში საცხოვრებლებიდან უკვე 900 ადამიანია ევაკუირებული, 14 ათასი კი სპეციალურ თავშესაფარში რჩება.