დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის შესახებ გადაღებული ნეტფლიქსის დრამა The Crown მესამე სეზონისთვის ემზადება.

როგორც უკვე იცით, მესამე სეზონში იცვლება თითქმის ყველა მსახიობი, რომლებსაც აქამდე ვხედავდით შოუში, მათ შორის არის დედოფალ ელიზაბეტის როლის შემსრულებელი კლერ ფოი. მესამე სეზონში მას ოლივია კოლმანი შეცვლის.

დადასტურდა ისიც, რომ ელიზაბეტის დის, მარგარეტის როლს ლეგენდარული ბრიტანელი მსახიობი ჰელენა ბონემ კარტერი მოირგებს.

ნეტფლიქსმა ახლახან პრინც ჩარლზისა და დედა დედოფლის როლის შემსრულებლებიც დაამტკიცა. პრინც ჩარლზს ჯოშ ოკონორი ითამაშებს, დედა დედოფალს კი მარიონ ბეილი.

ხოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის პერსონაჟს სერიალ საიდუმლო მასალების ვარსკვლავი, ჯილიან ანდერსენი განასახიერებს.

რაც შეეხებათ სხვა მსახიობებს, ელიზაბეტის ქმრის, პრინც ფილიპის როლზე მეთ სმიტს ტობიას მენზისი შეცვლის.