რა აღარ უნახავს ემის სცენას, თუმცა ის რაც 70-ე ცერემონიაზე მოხდა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

ატირებული ვარსკვლავები, ოვაციები, ტაში, ემოციები - ესეც არაერთხელ გვინახავს სხვადასხვა დაჯილდოებების სცენიდან, თუმცა ამ საღამოს ამ ყველაფერს ერთი მიზეზი - გლენ უეისი ჰყავდა.

გასართობი შოუების ნომინაციაში გამარჯვებულმა გლენმა, სცენიდან მადლობების გადახდის, შემდეგ შეყავრებულს, ჯენ სვენდსენს ხელი პირდაპირ ეთერში სთხოვა.